სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

„სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“ - მეორე ეტაპი დაიწყო

„სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“ - მეორე ეტაპი დაიწყო

: 2022-11-21
: სიახლეები

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო/State Agency For Religious Issues

·

„სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის" - მეორე ეტაპი დაიწყო

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პროექტის „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის"მეორე ეტაპის პრეზენტაცია.

პირველ ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან ერთად, იწყებს პროექტის „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის"მეორე ეტაპს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მუსლიმი თემის, სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიისა და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლები. მათ შორის, ქართული ენის შესწავლის სურვილი გამოთქვეს რელიგიურმა ლიდერებმაც.

მოწვეულ სტუმრებს მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იგი ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სხვადასხვა რელიგიათა წარმომადგენლების უკეთ ინტეგრირებას. მეცადინეობების დაწყებამდე კი, ზ. ჟვანიას სკოლის ტრენერებს სააგენტოს თანამშრომლები ჩაუტარებენ ტრენინგს თემაზე „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი".

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორიმა, ქეთევან ჯაყელმა, აღნიშნა,რომ სკოლა მუდმივ მონიტორინგს გაუწევს სწავლების პროცესს. ხოლო მეცადინეობები ჩატარდება თბილისში, ახალქალაქში, მარნეულში, გარდაბანსა და მუღანლოში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, 2019 წლის სექტემბერში, და დაიწყო პროექტი „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის". პროექტის ფარგლებში, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან. პირველ ეტაპზე მონაწილეობა მიიღეს მუსლიმი თემის სასულიერო პირებმა. მეცადინეობები გაიმართა მარნეულის, დმანისისა და საგარეჯოს რაიონებში.

2019 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო ენის შესწავლა დაიწყეს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სასულიერო პირებმა. მაშინვე აღინიშნა, რომ მომდევნო ეტაპზე პროექტს შეუერთდებიან ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციისა და სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სასულიერო პირები.

დღევანდელ პრეზენტაციას ესწრებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი, ეტიბარ ემინოვი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილე, გიორგი ემინაშვილი, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები.