ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა DISPA-ს ყოველწლიურ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პრაღაში გამართულ საჯარო ადმინისტრი
: 2022-10-24
: სიახლეები
ზურაბ ჟვანიას სახელობის
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა DISPA-ს ყოველწლიურ სხდომაში მონაწილეობა
მიიღეს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა
მონაწილეობა მიიღეს პრაღაში გამართულ საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების
დირექტორების (DISPA) მორიგ ყოველწლიურ გაფართოებულ სხდომაში. შეხვედრის ძირითადი სამუშაო
თემა იყო „სახელმწიფო ადმინისტრაციის დიგიტალიზაცია თანამდებობის პირთა მომზადების
კონტექსტში". ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
ტრენინგის დიგიტალიზაცია, სოციოლოგიური ასპექტები და სხვა. სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა - 2019 წლიდან საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტების
და სკოლების დირექტორების ქსელის (DISPA) სრულფასოვანი წევრია.