სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

2022 წლის 19 სექტემბერს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მოწვეულმა ტრენერმა თამარ სამხარაძემ ეროვნული უმცირესობების საჯარო მოხელეებისათვის ჩაატარა ლექცია თემაზე ,,ევროინტეგრაცია’’

2022 წლის 19 სექტემბერს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მოწვეულმა ტრენერმა თამარ სამხარაძემ ეროვნული უმცირესობების საჯარო მოხელეებისათვის ჩაატარა ლექცია თემაზე ,,ევროინტეგრაცია’’

: 2022-09-27
: სიახლეები

2022 წლის 19 სექტემბერს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მოწვეულმა ტრენერმა თამარ სამხარაძემ ეროვნული უმცირესობების საჯარო მოხელეებისათვის ჩაატარა ლექცია თემაზე ,,ევროინტეგრაცია’’, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ევროკავშირის და ნატოს შექმნის ისტორია; ევროკავშირის გაფართოების ისტორია; ევროკავშირის ინსტრიტუტები, ხელშეკრულებები და ფაქტები ევროკავშირზე. ლექციაზე დიდი დრო დაეთმო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საკითხს.

ლექცია ჩატარდა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში „საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი საჯარო მოხელეებისთვის პროფესიული უნარების, ზოგადიდა დარგობრივი ენის კომპეტენციების განვითარებას, სამუშაო სივრცეში მათ მიერ სახელმწიფო ენის წარმატებით გამოყენების ხელშეწყობას, ქართულენოვან კოლეგებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს მათ ინტეგრაციას საზოგადოებრივ სივრცეში. პროგრამაში ჩართულია 26 საჯარო მოხელე 3 მუნიციპალიტეტიდან (ნინოწმინდა, დმანისი და გარდაბანი).