სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

2022 წლის 13 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ახალი პროგრამის „საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამა“ პრეზენტაცია გაიმართა.

2022 წლის 13 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ახალი პროგრამის „საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამა“ პრეზენტაცია გაიმართა.

: 2022-09-22
: სიახლეები

2022 წლის 13 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ახალი პროგრამის „საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამა" პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მიზანი ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი საჯარო მოხელეებისთვის პროფესიული უნარების, ზოგადი და დარგობრივი ენის კომპეტენციების განვითარება, სამუშაო სივრცეში მათ მიერ სახელმწიფო ენის წარმატებით გამოყენების ხელშეწყობა და ქართულენოვან კოლეგებთან თანამშრომლობის გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს მათ ინტეგრაციას საზოგადოებრივ სივრცეში. პროგრამაში ჩართულია 26 ბენეფიციარი 3 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან (ნინოწმინდა, ახალქალაქი, დმანისი), პრაქტიკული ნაწილის სასწავლო პრეცესს გაუძღვება ჟვანიას სკოლის მიერ გადამზადებული საჯარო მოხელე იმერეთის რწმუნებუოლის ადმინისტრაციიდან და 11 მუნიციპალიტეტიდან.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გეგმავს იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას და ამ მიზნით ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ლია გიგაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი და მოწვეულ სტუმრობს შორის იყვნენ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებელები და სხვა.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიზანია საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო და ადგილობრივი მართვის სფეროში არსებული საკადრო დეფიციტის დაძლევა, მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლება და საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია.