სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

 ჟვანიას სკოლამ მონაწილეობა მიიღო 2022 წლის 20-21 ივნისს საბერძნეთში, ქ. ათენში

ჟვანიას სკოლამ მონაწილეობა მიიღო 2022 წლის 20-21 ივნისს საბერძნეთში, ქ. ათენში

: 2022-06-24
: სიახლეები

ჟვანიას სკოლამ მონაწილეობა მიიღო 2022 წლის 20-21 ივნისს საბერძნეთში, ქ. ათენში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ხელშეწყობით გამართულ სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლების ქსელის NSG ყოველწლიურ შეხვედრაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჟვანიას სკოლა არ არის NSG ქსელის წევრი, საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტების და სკოლების დირექტორების (DISPA) 19-20 მაისის სხდომაზე, რომელიც გაიმართა, საფრანგეთში, ქ. პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენელმა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა და პირადად, ქეთევან ჯაყელი ოფიციალურად მიიწვია ზემოაღნიშნულ ღონისძიებაზე.

ღონისძიება, რომელშიც სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლების ქსელის NSG წევრების გარდა, მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ქვეყნების საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების დირექტორებმა (DISPA), გახსნეს საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მავროუდის ვორიდისიმ და სახელმწიფო მინისტრმა გიორგოს გერაპტრიტისიმ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ზემო აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობაზე.

სხვა თემებთან ერთად განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა, კრიზისის დროს ლიდერობისა და მედეგობის შესაძლებლობების გაძლიერება, სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა და შეფასება და კარიერული სწავლის კულტურის ხელშეწყობა საჯარო სამსახურებში, საჯარო მოხეელებისთვის და საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის.

ორგანიზატორებმა მონაწილეებს შესთავაზეს უნიკალური ფორუმი ანალიზისთვის, გამოცდილების გაცვლისთვის, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის და რჩევები საჯარო პოლიტიკის წარმართვისას საერთაშორისო სტანდარტების დადგენისთვის.

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა შეხვედრა საბერძნეთის სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ცენტრის პრეზიდენტთან პარასკევი დრამალიოტისთან (Paraskevi Dramalioti) და ეროვნული სკოლის დირექტორთან ათანასიოს რაპტისთან (Athanassios Raptis)სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ორ უწყებას შორის თანამშრობლობის მემორანდუმის ხელმოწერის ვადები.