მე ვარ ხაჯჯა ნოვრუზოვი, პროფესიით პედაგოგი.
ჩემი პროფესიული განვითარება ჟვანიას სკოლასთანაა დაკავშირებული. სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში წარმატებით გავიარე A1, A2 და B1 დონის სასწავლო კურსები.
ჟვანიას სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ ჩავერთე მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში და დღეს უფროსი მასწავლებელი ვარ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა ჟვანიას სკოლას, რომ ამის შესაძლებლობა მომცა.
სახელმწიფო ენის სრულფასოვნად შესწავლამდე ხშირად მექმნებოდა კომუნიკაციის პრობლემა, ახლა კი ბევრი რამ შეიცვალა. უკვე შემიძლია სწრაფად მოვიძიო ჩემთვის საჭირო ინფორმაცია, გავიღრმავო პროფესიული ცოდნა და დავიმკვიდრო თავი საზოგადოებაში.
ყველას ვურჩევ, დაეუფლოს სახელმწიფო ენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ინტეგრაციისა და თვითდამკვიდრებისთვის.