მე ხატია მეკოკიშვილი ვარ, პროფესიით პედაგოგი და ჟვანიას სკოლის პროექტის ,,სახელმწიფო ენის ელჩები" მონაწილე.
დედამ ტელევიზიით შემთხვევით შეიტყო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში მოხალისე მასწავლებლების გაგზავნის შესახებ და მირჩია, ბედი მეცადა. ასე მოვხვდი არაქართულენოვან სკოლასა და სამცხე- ჯავახეთში, სადაც 2012 წლის 13 თებერვალს ერთი წლით წამოვედი და დღემდე ვცხოვრობ. გადავწყვიტე და დავრჩი იქ, სადაც ჩავთვალე, რომ ჩემი ყოფნა საჭირო იყო. მიღებული გადაწყვეტილების გამო არასდროს მინანია. დავიწყე პროფესიულ წინსვლაზე ფიქრი, სტატუსი ავიმაღლე და დღეს წამყვანი მასწავლებელი ვარ.
თემში ქართული ენისადმი ცოდნის ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. ამ მხრივ სკოლას, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გვერდით დგომა და დახმარება სჭირდებათ, რასაც სწორედ ჟვანიას სკოლა ემსახურება.
ჩავერთე პროგრამაში ,,სახელმწიფო ენის ელჩები", რადგან მჯერა, ეს მომცემს შესაძლებლობას, ბევრ ადამიანს ვასწავლო სახელმწიფო ენა და დავეხმარო მათ მომავალში ცხოვრების მნიშვნელოვნად შეცვლაში.