სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ელისაბედ ებრალიძე-ჟვანიას სკოლის მსმენელი

ელისაბედ ებრალიძე-ჟვანიას სკოლის მსმენელი

: 2021-12-15
: ჩვენი მსმენელები
მე ვარ ელისაბედ ებრალიძე, ჟვანიას სკოლის ,,სახელმწიფო ენის ელჩების" პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე თეთრიწყაროდან.
 
ხშირად მიწევს მრავალეთნიკურ გარემოში ყოფნა და თითქმის ყოველდღიურად ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ ქართულ ენაზე საუბარი. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისა და ქართულის, როგორც მეორე ენის მომავალი მომავალი ტრენერისთვის, რთულია, როცა სრულყოფილად ვერ ვურთიერთობ მათთან, ვერ ვეცნობი მათ მიზნებს, სურვილებსა თუ პრობლემებს.
ვფიქრობ, რომ სხვა პრობლემებთან ერთად, ინტეგრაციისა და ცნობიერების ამაღლების საჭიროებაც დგას. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც გადავწყვიტე აღნიშნულ პროექტში ჩართვა და საქმიანობის ამ მიმართულებით გაგრძელება.
სახელმწიფო ენის ცოდნით ადამიანი ცხოვრებას უკეთესად დაგეგმავს, მისი ყოველდღიურობა უფრო საინტერესო გახდება და მეტი შესაძლებლობა ექნება მიიღოს განათლება ან დასაქმდეს სასურველ სფეროში.