მე ვარ ასლი სულეიმანოვა, ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავრის 1 საჯარო სკოლის პედაგოგი.
ქართული არ ვიცოდი და მიჭირდა სკოლაში მუშაობა. შემდეგ ჩავერთე ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამაში. ახლა უკვე შემიძლია ქართულად წერა, კითხვა და საუბარი, რაც ძალიან მახარებს.
ამჟამად დაწყებით კლასებში მათემატიკას ვასწავლი.
სახელმწიფო ენის ცოდნა ძალიან დამეხმარა როგორც სამსახურში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწავლას ახლაც ვაგრძელებ ჟვანიას სკოლაში და მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც წვლილი შეიტანეს ჩემს პროფესიულ წინსვლაში"
ასლი სულეიმანოვა