მე ვარ გოშკარ კულიევი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამიდან.
ქართული ენის სწავლა ადრეული ასაკიდან დავიწყე. შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი ცოდნა სხვებისთვისაც გამეზიარებინა, დავხმარებოდი ენობრივი ბარიერის დაძლევაში. საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განვაგრძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ამჟამად ვმუშაობ სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლაში ქართული ენის პედაგოგად.
ახლა კი ახალი გამოწვევის წინაშე ვარ, ჩავერთე ჟვანიას სკოლის სასერტიფიკატო პროგრამაში „სახელმწიფო ენის ელჩები", რაც ქართული ენისა და ინტერგაციის საკითხების უკეთ შესწავლას, ტრენერად ჩამოყალიბებას და შემდეგ ამ ცოდნის ეროვნული უმცირესობებისთვის გადაცემას გულისხმობს.
მჯერა, პროგრამა დამეხმარება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლებასა და მის პოპულარიზაციაში, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობაში.