სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლამ პროექტის „დისკუსიები COVID-19-ის შესახებ“ მორიგი შეხვედრა გამართა

ჟვანიას სკოლამ პროექტის „დისკუსიები COVID-19-ის შესახებ“ მორიგი შეხვედრა გამართა

: 2021-09-19
: სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, შეუერთდა საქართველოს მთავრობის ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების პრევენციის საინფორმაციო კამპანიას და სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა.

შეხვედრების ციკლის მიზანია, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ძალიან დაბალია როგორც ვაქცინაციის ტემპი, ასევე ვაქცინირებული მოსახლეობის რიცხვი, გააქტიურდეს ვაქცინაცია.

შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი და ექიმ-ალერგოლოგი მაია რუხაძე.

ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებსა და ტრენერებთან შეხვედრისას მაია რუხაძემ ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვირუსის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს საინტერესო ინფორმაცია, კვლევის შედეგები და რეკომენდაციები მიეწოდათ.