სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლამ ონლაინ სასერტიფიკატო პროგრამა ,,შიდა აუდიტი საჯარო მმართველობაში’’ განახორციელა

ჟვანიას სკოლამ ონლაინ სასერტიფიკატო პროგრამა ,,შიდა აუდიტი საჯარო მმართველობაში’’ განახორციელა

: 2021-09-21
: სიახლეები
სასწავლო პროცესში ბენეფიციარები, მათ შორის საჯარო მოხელეები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩაერთნენ.
ბენეფიციარებმა მიიღეს ინფორმაცია აუდიტის სახეებსა და მათი განხორციელების ძირითად პრინციპებზე, ასევე გაეცნენ შიდა აუდიტის, როგორც კარგი მმართველობის (Good Governance) საუკეთესო საერთაშორისო/ადგილობრივ პრაქტიკას.
პროგრამას უძღვებოდა ტრენერი გიორგი ქოჩიშვილი, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.
კურსის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.