სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლამ პროექტი „საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში“ წარადგინა

ჟვანიას სკოლამ პროექტი „საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში“ წარადგინა

: 2021-09-20
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით, პროექტი „საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში" წარადგინა.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით, წარადგინა პროექტი „საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში".

პროექტის ფარგლებში ამ ტიპის თანამშრომლობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სახელმწიფო ორგანიზაციას შორის უპრეცედენტოა.

პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის მხარდაჭერა ადამიანური რესურსების განვითარების გზით. ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული 40-მდე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, მიიღებს საჭირო ინფორმაციას, განივითარებს უნარებს და შემდეგ შეძლებს, მიღებული ცოდნა გაუზიაროს თავისსავე თანამშრომლებს.

პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ენაზე შემუშავდება თემატური ტერმინოლოგიის შემსწავლელი ზოგადი სატრენინგო მოდული და ეროვნული უმცირესობებისთვის ადაპტირებული სატრენინგო მასალა თემებზე: საჯარო მმართველობა, ღია მმართველობა, დეზინფორმაცია, ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები და ნატო-ს ასპექტები.

პროექტის მონაწილეები შეირჩევიან 8 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ახალქალაქი, გარდაბანი, ლაგოდეხი, ნინოწმინდა, მარნეული, ახალციხე, წალკა და ბოლნისი. პროექტის ხანგრძლივობა 8 თვე იქნება.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, USAID Georgia დემოკრატიისა და მმართველობისა ოფისის მმართველობის პროგრამების მენეჯერი, ლინა პანტელეევა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ლია გიგაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი და პროექტის განხორციელებაში ჩართული პირები.

„პროგრამაში ჩართულია 8 მუნიციპალიტეტი. გადამზადდება, დაახლოებით, 40 საჯარო მოხელე და ეს იქნება პირველი ეტაპი საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელეებისათვის სხვადასხვა ინფორმაციის რეალურად მიწოდებისა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სახის ინიციატივები", - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.

„ეროვნული უმცირესობების მიმართ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების საჯარო მოხელეების პროფესიულ განვითარებას, მათ გაძლიერებას იმისათვის, რათა სახელმწიფო პროგრამებზე სერვისებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ჰქონდეთ და, რაც მთავარია, ეს ინფორმაცია მიაწოდონ ადგილობრივ მოსახლეობას. ამ მიმართულებით ჟვანიას სკოლის მიერ განხორციელებული პროექტები ყოველთვის შედეგზეა ორიენტირებული", - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა.

„პროგრამის მონაწილეებისთვის შეთავაზებული იქნება სასწავლო-სატრენინგო მასალა, რომელიც ადაპტირებულია საჭიროებებთან და ეს ხელმისაწვდომს გახდის როგორც სერვისების, ისე სხვადასხვა მომსახურების უზრუნველყოფას", - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.

„ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი საჯარო მოხელეები იქნებიან უკეთ ინფორმირებულნი საჯარო მმართველობის სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ, მიიღებენ ინფორმაციას ღია მმართველობის პრინციპებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის შესახებ", - განაცხადა USAID Georgia დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის მმართველობის პროგრამების მენეჯერმა ლინა პანტელეევამ.

„პროექტის ფარგლებში 40 ბენეფიციარი გადამზადდება. უზრუნველყოფილი იქნება იმ სერვისების მდგრადობა, რომლებიც განვითარდება ამ სატრენინგო პროექტის ფარგლებში, დარჩება სისტემაში და მომავალშიც იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის", - განაცხადა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა.