: 2021-08-19 : სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეუერთდა საქართველოს მთავრობის ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების პრევენციის საინფორმაციო კამპანიას და სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში დისტანციურ რეჟიმში დაგეგმა ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებსა და ტრენერებთან შეხვედრების ციკლი თემაზე„დისკუსიები COVID-19-ის შესახებ"- ექიმ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად.
შეხვედრების ციკლის მიზანია, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ძალიან დაბალია როგორც ვაქცინაციის ტემპი, ასევე ვაქცინირებული მოსახლეობის რიცხვი, გააქტიურდეს აღნიშნული პროცესი.
ზემოაღნიშნული ღონისძიების გახსნის ცერემონია გაიმართა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, მარნეულში, მერიის მიმდებარე ღია სივრცეში, რომელსაც დაესწრნენ სახელწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშითეა ახვლედიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილენუნუ მიცკევიჩი,ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორიქეთევან ჯაყელიდა ექიმ-ალერგოლოგიბიძინა კულუმბეგოვი.
ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებსა და ტრენერებთან შეხვედრისას ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვირუსის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საინტერესო ინფორმაცია, კვლევის შედეგები და რეკომენდაციები.
ბიძინა კულუმბეგოვმა მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას, დარეგისტრირდნენ და გაიკეთონ COVID-19-ის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. თუ ისინი ვერ მოახერხებენ რეგისტრაციას შესაბამის პორტალზე, ჟვანიას სკოლის ყველა ადგილობრივი სასწავლო ცენტრი დაეხმარება მსურველებს მარტივად და სწრაფად დარეგისტრირებასა და ვაქცინაციის ვიზიტის კოდის მიღებაში.
„სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის უპირველეს პრიორიტეტად სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლება განვაცხადეთ. ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი სიახლე არის ის, რომ ინერგება ახალი ინტეგრაციული კომპონენტი, რაც გულისხმობს ქართული ენის შესწავლასთან ერთად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის აქტუალურ თემებზე, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების თაობაზე ინფორმირებას და ინტეგრაციის მხარდამჭერი საკითხების განხილვას. მარნეულში დღეს, პირველად იხსნება ინტეგრაციული კომპონენტი, რომლის თემატიკაც არის ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე კოვიდპანდემიის პრევენციის მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები და რა თქმა უნდა ვაქცინაციასთან დაკავშირებული თემატიკა. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და წამყვან როლს ასრულებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა და დღევანდელ შეხვედრაზე კოვიდპანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეკრებილ აუდიტორიას აქვს საშუალება ისაუბროს ცნობილ ექიმ-ალერგოლოგთან, ბატონ ბიძინა კულუმბეგოვთან,"-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
„ვაქცინაციის პროცესი და ზოგადად პანდემიის პრევენციის საკითხების გაცნობის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ამ პროცესის წარმატება მხოლოდ მიიღწევა თუ ამას ექნება საყოველთაო ხასიათი. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან პრიორიტეტულია იმ ადამიანებამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია, რომელთაც თუნდაც საკუთარ ენაზე სჭირდებათ ინფორმირება. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სახელმწიფო სკოლის, განათლების სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ არის ორგანიზებული გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ამ ადამიანებთან მაქსიმალური კომუნიკაცია შევძლოთ, რათა მათ ჰქონდეთ სწორ და მეცნიერულად გამართულ ინფორმაციასთან წვდომა. მთავარი არსი გახლავთ ეს. ამ შეხვედრებს ექნება სერიული ხასიათი; იქნება პირისპირ და ონლაინ შეხვედრები და მას მიეცემა რეგულარული ხასიათი,"-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
,,კოვიდ პანდემიის გავრცელების პრევენციისა და ვაქცინაციის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით გაიმართა შეხვედრა ეროვნულ უმცირესობებთან,
სადაც სახელმწიფო ენის შესწავლისა და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობისსაკითხებთან ერთად მასტერკლასი ჩატარდა ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზრუნავს შეიქმნას შესაბამისი გარემო სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით. დღეს კიდევ ერთხელ ჩვენს ეროვნულ უმცირესობებს ვუცხადებთ, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი იარაღი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას სკოლებსა და უნივერსიტეტებში. - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.
,,ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები ეროვნულ უმცირესობებში კოვიდთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით. შეხვედრათა მთელი სერია ჩატარდება,რაც მიზნად ისახავს, რომ ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომი იყოს იმ პირთათვის ვინც სწავლობს ქართულ ენას ან არასრულად ფლობს ენას. რათა მათთვის გახდეს ხელმისაწვდომი ინფორმაცია ვაქცინაციის შესაძლებლობების შესახებ და მიიღონ ამომწურავი პასუხები კომპეტენტური პირებისგან იმ საკითხებთან დაკავშირებით რაც მათ აინტერესებთ. აღნიშნული ტარდებასახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში და ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი იმ პირისთვის ვინც სწავლებას გადის ჟვანიას სკოლაში." -განაცხადა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა.