სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

ჟვანიას სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

: 2021-07-28
: სიახლეები

 

,,თბილისის მეგობრობის სახლში" სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

სასწავლო პროცესს უძღვებოდა ჟვანიას სკოლის ტრენერი მაია გოზალიშვილი.

პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს და კურსის წარმატებულად დასრულება მიულოცეს ჟვანიას სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორმა მარიკა ციბაძემ, თბილისის საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ რიტა ხიდირბეგიშვილმა და თბილისის მეგობრობის სახლის დირექტორმა ნანა ნიკოლაძემ.

ჟვანიას სკოლა 2019 წლიდან თანამშრომლობს ,,თბილისის მეგობრობის სახლთან’’. ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამით ისარგებლა ეროვნული უმცირესობის 258-მა წარმომადგენელმა, ამ დროისთვის კი სახელმწიფო ენას ეუფლება 163 ბენეფიციარი.

ვანიას სკოლა მუდმივად ზრუნავს სახელმწიფო ენის მნიშვნელობის გაზრდასა და მის პოპულარიზაციაზე. სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მიზანია, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეისწავლონ სახელმწიფო ენა, რათა მოხდეს მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.