აქტიურად ჩავერთე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამაში.
გადავლახე ენის სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები და წარმატებით გავიარე A1, A2, A2+ და B1 დონეები, რაც დამეხმარა პროფესიულ წინსვლაში.
წარმატებით ჩავაბარე პროფესიული უნარების გამოცდა და გავხდი უფროსი მასწავლებელი. ეს ჟვანიას სკოლის დამსახურებაა და ამისათვის დიდი მადლობა მას.