: 2021-07-09 : სიახლეები |
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი ქართულ-პოლონურ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის KSAP-ის საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა.
მიმდინარე წლის ივნისში, პოლონეთის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის (KSAP) დაარსების 30-ე საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ,,სახელმწიფო ადმინისტრირება კოვიდის პირობებში", რომლის მიმდინარეობისას ქეთევან ჯაყელმა მოდერირება გაუწია პანელურ დისკუსიას - „რა ტიპის წვლილი უნდა შეიტანონ ჩვენმა ინსტიტუციებმა საჯარო მოხელეების მომზადებაში".
2020 წელს ჟვანიას სკოლასა და KSAP-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხუთწლიანი მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც უკვე შემუშავდა და განხორციელდა ერთობლივი სატრენინგო პროგრამა ქართველი და პოლონელი საჯარო მოხელეებისათვის.