: 2021-07-06 : ჩვენი მსმენელები |
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში წარმატებით გავიარე სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის A1, A2 და B1 დონეები.
არჩეული ვარ ნინოწმინდის საკრებულოს წევრად და სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავჯდომარედ. სამსახურიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს მონაწილეობა სხვადასხვა შეხვედრასა და ტრენინგში. ჟვანიას სკოლაში მიღებული ცოდნა მეხმარება, აქტიურად ჩავერთო დისკუსიებსა და დებატებში.
ჟვანიას სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ გადავლახე ის სირთულეები, რომლებსაც საკუთარი აზრის გამოხატვისას და, ზოგადად, საზოგადოებასთან კომუნიკაციისას ვხვდებოდი.
ჟვანიას სკოლის მომავალ მსმენელებს ვურჩევ, ჩაერთონ სახელმწიფო ენისა და ინტეგრაციის პროგრამაში, რადგან სწორედ ეს სკოლა აძლევს მსმენელებს შესაძლებლობას, სრულყოფილად დაეუფლონ ქართულ ენას, ინტეგრირდნენ საზოგადოებაში და დაიმკვიდრონ თავი სხვადასხვა სფეროში.