: 2021-06-24 : სიახლეები |
ვიზიტის ფარგლებში ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებმა, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გამართეს ლეხ კაჩინსკის სახელობისსახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის დირექტორთან ვოიჩეხ ფედერჩიკთან. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც პოლონურ მხარესთან ერთობლივი პროექტების განხორციელებას, საჯარო მოხელეებისთვის გაცვლითი პროგრამების შემუშავებასა და საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის ევროპული გამოცდილების გაზიარებას გულისხმობდა.
ამას გარდა,ჟვანიას სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი KSAP-ის საერთაშორისო კონფერენციაზე„PublicAdministration in thewakeof COVID(სახელმწიფო ადმინისტრირება კოვიდის პირობებში)" წარმოდგენილი იყო, როგორც პანელის „Andhowmayourinstitutionsbesthelptotraintheleaders (რა ტიპის წვლილი უნდა შეიტანონ ჩვენმა ინსტიტუციებმა საჯარო მოხელეების მომზადებაში)"მოდერატორი. კონფერენცია ონლაინრეჟიმში გაიმართა და მონაწილეობა შესაძლებელი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი საჯარო ადმინისტრირების სკოლების ხელმძღვანელები, როგორებიცაა: საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნული სკოლა Écolenationaled’administration (ENA), ლატვიის საჯარო ადმინისტრირების სკოლა LatvianSchoolofPublicAdministration (LSPA), ირლანდიის სახელმწიფო ადმინისტრირების ინსტიტუტიInstituteofPublicAdministration (IPA)და სხვა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 22 იანვარს ჟვანიას სკოლასა და KSAP-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხუთწლიანი მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც უკვე შემუშავდა და განხორციელდა ერთობლივი სატრენინგო პროგრამა ქართველი და პოლონელი საჯარო მოხელეებისათვის.
„მოხარული ვარ, რომ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას მიეცა შესაძლებლობა, პოლონელი კოლეგებისათვის მიელოცა 30-ე საიუბილეო წელი. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში შეხვედრები გვქონდა როგორც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებთან, ასევესახელმწიფო ადმინისტრირების ინსტიტუციების მოწვეულ ხელმძღვანელებთან. ჟვანიას სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საჯარო სექტორშიდასაქმებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ევროპელ კოლეგებთან ნაყოფიერი კომუნიკაცია დაევროპული გამოცდილების გაზიარება, რაც მომავალში ხელს შეუწყობს სკოლის როგორც პროგრამულ განვითარებას, ასევე სკოლის ინტერნაციონალური მანდატის გაფართოებას." - განაცხადა ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა.