: 2021-06-11 : სიახლეები |
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში 16 რეკრუტი გადაამზადა. სწავლა წარმატებით დაასრულა და ენის ფლობისA 1 დონის სერტიფიკატი გადაეცა 13 ბენეფიციარს.
სასწავლო კურსს ტრენერი ნანა არაბული უძღვებოდა.
კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდალი, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე, ჟვანიას სკოლის პროგრამებისა და პროექტების ხელმძღვანელი ნინო თაყნიაშვილი და ინსტიტუციური და პროგრამების განვითარების კონსულტანტი გიორგი ემინაშვილი დაესწრნენ.
ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სახელმწიფო ენის სწავლებას ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, თბილისსა და ქუთაისში, ასევე 9 სამხედრო ბაზაზე, რითაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენს თანამოქალაქეებში ქართული ენის ფლობის დონის ამაღლებას და მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.