: 2021-06-10 : სიახლეები |
ჟვანიას სკოლის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სტრატეგია ინსტიტუციურ განვითარებას, სკოლის მიერ შემოთავაზებული პროგრამების მოდერნიზებასა და ხელმისაწვდომობის ზრდას უზრუნველყოფს, რაც დეცენტრალიზაციას, სამოქალაქო თანასწორობასა და ინტეგრაციას, ასევე განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს ეფუძნება.
სტრატეგიის განხორციელების შედეგად გაიზრდება ქართული ენის დარგობრივი კურსების რაოდენობა, რაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ენის ფლობის დონის ამაღლებასა და პროფესიული ლექსიკის გაღრმავებაში დაეხმარება.
სახელმწიფო ენის სწავლების პროცესში დაგეგმილი სიახლეები ეროვნული უმცირესობების წამომადგენლების საერთო სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობისკენაა მიმართული.
საჯარო მოხელის პროფესიის პოპულარიზაციისა და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 6 წლიანი სტრატეგიის ფარგლებში ცვლილებები შეეხება საჯარო მმართველობის პროგრამებს. გაიზრდება სამიზნე ჯგუფები და,მოთხოვნის შესაბამისად, შემუშავებული სერვისებით სარგებლობა უფრო მეტ ადამიანს შეეძლება.