სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის პროგრამისTAIEX-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ვიდეო კონფერენცია გაიხსნა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის პროგრამისTAIEX-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ვიდეო კონფერენცია გაიხსნა

: 2021-06-01
: სიახლეები

პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანი, ჟვანიას სკოლის სასწავლო პროგრამების შემუშავების მექანიზმების, ინსტრუმენტების შეფასება და პროცესის გაუმჯობესება, დისტანციურად გაიმართება საექსპერტო მისია.

 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2 დღის განმავლობაში ჟვანიას სკოლის წარმომადგენლები გაუზიარებენ ევროპელ ექსპერტებს, სკოლაში არსებულ სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ პროცედურებს, გამოცდილებას, მიღწევებსა და გამოწვევებს.

 საექსპერტო მისიის ფარგლებში ჟვანიას სკოლა მიიღებს რჩევებსა და რეკომენდაციებს პროგრამების შემუშავების, მეთოდოლოგიის გაუმჯობესების და რესურსების განვითარების კუთხით.