სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამას სტუდენტები გაეცნენ

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამას სტუდენტები გაეცნენ

: 2021-05-24
: სიახლეები

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის შესახებ ინფორმაცია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს მიეწოდათ.

ჟვანიას სკოლის ორგანიზებით ონლაინრეჟიმში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც სტუდენტებმა 15 უნივერსიტეტიდან მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე განხილული იყო პროგრამის მნიშვნელობა, პრიორიტეტები და მისი განხორციელების ეტაპები.

 სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა 30 მაისს იწურება.

პროგრამაში ჩართვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და ამავე სპეციალობის კურსდამათავრებულებს შეუძლიათ.

პროგრამის თითოეული მონაწილე დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

საუკეთესო შედეგის მქონე მსმენელები/ბენეფიციარები დასაქმდებიან ჟვანიას სკოლის ბაზაზე.