სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ინტერვიუ ჟვანიას სკოლის კურსდამთავრებულთან, გარდაბნის მერის მოადგილესთან დუნიამალ გაჯიევთან

ინტერვიუ ჟვანიას სკოლის კურსდამთავრებულთან, გარდაბნის მერის მოადგილესთან დუნიამალ გაჯიევთან

: 2021-05-17
: ჩვენი მსმენელები

ჩვენი რესპონდენტი ჟვანიას სკოლის კურსდამთავრებული დუნიამალ გაჯიევია. მან ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენისა და ინტეგრაციის პროგრამის რამდენიმე კურსი გაიარა, საჯარო უწყებაში მუშაობის დიდი გამოცდილება დააგროვა, ახლა კი გარდაბნის მერის მოადგილის თანამდებობა უჭირავს. ამბობს, რომ კარიერულ წინსვლაში სწორედ ჟვანიას სკოლაში მიღებული ცოდნა დაეხმარა.

 მოგესალმებით. გვიამბეთ, რატომ გადაწყვიტეთ სახელმწიფო ენის სწავლა?

ეროვნებით აზერბაიჯანელი ვარ. საქართველოში ვცხოვრობ. უმაღლესი განათლება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მივიღე. საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია. ჟვანიას სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის სამივე დონე- A1, A2 დაB1 წარმატებით გავიარე.

 რამდენად დაგეხმარათ ჟვანიას სკოლაში მიღებული ცოდნა კარიერულ წინსვლაში?

ჟვანიას სკოლაში მიღებულმა ცოდნამ ჩემს ცხოვრებასა და კარიერულ წინსვლაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ადგილობრივ თვითმმართველობაში ვმუშაობდი სპეციალისტის პოზიციიდან დაწყებული სხვადასხვა თანამდებობაზე და, სახელმწიფო ენის დაბალ დონეზე ცოდნის გამო, პრობლემებს ვაწყდებოდი როგორც დოკუმენტაციის წარმოებაში, ასევე ყოველდღიურ ურთიერთობებში. ჟვანიას სკოლაში მიღებული ცოდნა დამეხმარა პრობლემების დაძლევაში. ამ ეტაპზე მერის მოადგილე ვარ.

 რას ურჩევდით საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ ფლობენ სახელმწიფო ენას?

ვთვლი, რომ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის ყველა წარმომადგენელმა წარმატების მისაღწევად და სახელმწიფოს აღმშენებლობაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებლად უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა.

როგორც ჟვანიას სკოლის კურსდამთავრებული, რა გზავნილებს დაუტოვებთ სკოლის მომავალ ბენეფიციარებს?

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ვურჩევ, დაეუფლონ სახელმწიფო ენას ჟვანიას სკოლაში, სადაც ყველა პირობაა შექმნილი ენის შესწავლისთვის. სახელმწიფო ენის ცოდნა მათ როგორც სახელმწიფო სამსახურში, ისე ცხოვრებაში წარმატების მიღწევასა და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება.