: 2021-05-13 : სიახლეები |
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ჟვანიას სკოლის თორმეტი რეგიონული სასწავლო ცენტრის 163 ჯგუფში 1957 ბენეფიციარი განაახლებს სწავლას, ხოლო 32 ჯგუფში 400-მდე ახლად ჩარიცხული ბენეფიციარი ჩაერთვება სასწავლო პროცესში.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მიზანი ქართული ენის სწავლების გზით ეროვნული უმცირესობების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციაა.