: 2021-04-20 : სიახლეები |
ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში აპრილში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა უპრეცედენტო რაოდენობა (800-მდე) დარეგისტრირდა. შეიქმნა 38 ჯგუფი და 522 აპლიკანტი დღეიდან ჩაერთვება სასწავლო პროცესში. მათგან 489 არის საჯარო სკოლების პედაგოგი.
შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში წარიმართება.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მიზანია, საქართველოს მოქალაქე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს დაეხმაროს, შეისწავლონ სახელმწიფო ენა ან გაიღრმავონ ცოდნა, რაც მათ ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრირების შესაძლებლობას მისცემს.