: 2021-04-16 : სიახლეები |
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამების ხარისხის შეფასებისა და სახელმწიფო ენის სტანდარტთან (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება #394) შესაბამისობის დადგენის მიზნით, ექსპერტთა ჯგუფმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის 22 პროგრამის შეფასება დაიწყო.
გარე ექსპერტთა ჯგუფი შეფასებას სსიპ ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურების მიხედვით განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ენის ფლობის ზოგადევროპული სტანდარტის მიხედვით, ჟვანიას სკოლის სასწავლო პროგრამები ჯერ კიდევ 2014 წელს შეიქმნა.
ექსპერტთა ჯგუფს უხელმძღვანელებს ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელინანა შავთვალაძე. ჯგუფის წევრები არიან ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ნინო პოპიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათმეცნიერების მიმართულების პროფესორი ირინა ლობჟანიძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი ხვთისო მამისიმედიშვილი.