სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

: 2021-04-16
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამისA1 დონის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. პროგრამაში ჩართული იყო ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი35წვევამდელი. მათგან კურსი წარმატებით გაიარა და, შესაბამისად, სერტიფიკატები გადაეცა 11-ს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები ჟვანიას სკოლის პროგრამებისა და პროექტების მიმართულების ხელმძღვანელმანინო თაყნიაშვილმა, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელმა მაკა ომიაძემდა პროგრამების განვითარების კონსულტანტმანოდარ მეგრელიშვილმა გადასცეს.

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სასწავლო პროცესს ჟვანიას სკოლის ტრენერები მაია ჩადუნელი და მარინა წიკლაური უძღვებოდნენ.

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მიზანია, საქართველოს მოქალაქე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეისწავლონ სახელმწიფო ენა და სრულფასოვნად დაიმკვიდრონ თავი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.