სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლის სამი რეგიონული სასწავლო ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჟვანიას სკოლის სამი რეგიონული სასწავლო ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

: 2021-04-08
: სიახლეები

ეროვნული უმცირესებობებით დასახლებულ რეგიონებში- ახალქალაქის, ნინოწმინდისა და მარნეულის სასწავლო ცენტრებში სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განახლდება შენობები, რომლებიც სრულად იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის შეიქმნება ადაპტირებული გარემო, სახანძრო უსაფრთხოების სისტემა მოეწყობა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად და ა.შ.

ჟვანიას სკოლის ბენეფიციარები ახალქალაქის, ნინოწმინდისა და მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრებში განახლებულ გარემოში სწავლას ორ თვეში შეძლებენ.