სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლის დირექტორი საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის  წევრებს შეხვდა

ჟვანიას სკოლის დირექტორი საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებს შეხვდა

: 2021-03-24
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებს გიორგი ამილახვარსა და თამარ ტალიაშვილს  შეხვდ.

კომიტეტის წარმომადგენლებმა მოისმინეს ჟვანიას სკოლის დირექტორის დეტალური მოხსენება. შეხვედრაზე საუბარი სკოლის წარმატებებს, ორგანიზაციის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს შეეხო.

 საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების მიზნით ეტაპობრივად მართავს ინდივიდუალურ შეხვედრებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მომუშავე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან. აღნიშნულ დოკუმენტის მომზადების ფარგლებში პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია ჟვანიას სკოლის გამოცდილებისა და ხედვების შესახებ.