: 2021-02-05 : ჩვენი მსმენელები |
მე ვარ ფიდან გალანდაროვა. ვცხოვრობ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში.
ჟვანიას სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლისა და ინტეგრაციის პროგრამაში 1 წლის წინ ჩავირიცხე. გაკვეთილები საინტერესო და ინტერაქტიული იყო.
მოგვიანებით, პანდემიის გამო, სწავლის გაგრძელება დისტანციურ რეჟიმში მოგვიწია. ამ სიახლეს თავისი კითხვის ნიშნები ახლდა, მაგრამ ონლაინ გაკვეთილები არანაკლებ ეფექტური აღმოჩნდა. ეს პროგრამის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგებითაც დადასტურდა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკეთ გავიცანი სახელმწიფო ენა. მალე უკვე შემეძლო სხვებთან ქართულ ენაზე კომუნიკაცია და ჩემი აზრების უკეთ გამოხატვა. რაც ჩემთვის, როგორც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.