სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ნატო მურუსიძე - ჟვანიას სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული და  თანამშრომელი

ნატო მურუსიძე - ჟვანიას სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული და თანამშრომელი

: 2020-12-03
: სიახლეები

აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ნატომ პროფესიული სტაჟირება გაიარა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 2015 წლიდან, სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, გახდა წყალტუბოს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელი. 2017 წლიდან კი, ნატო ჩვენი სკოლის საქმისწარმოების სპეციალისტია.

ნატო: მე ჟვანიას სკოლის თანამშრომელი ვარ!"

‘’ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება საჯარო სექტორში’’-სწორედ ეს კურსი გავიარე ჟვანიას სკოლაში. კურსი, რომელმაც გარდა თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის შესაძლებლობების რწმენა შემმატა. მე ამაყი და თამამი დავუბრუნდი სამუშაო სივრცეს. კარგად მახსოვს, როგორ დავიწყე პირველი დღიდანვე მიღებული ცოდნის, სიახლეების გაზიარება და პრაქტიკაში დანერგვა.

არასოდეს დამავიწყდება ის ემოცია, როდესაც კონკურსის გავლის შემდეგ ჟვანიას სკოლიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ამიყვანეს სამსახურში... ჩვენი სკოლა არის ადგილი საოცარი გუნდით, სადაც ყველა ჩვენგანს აქვს კარიერული, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ჩემს შემთხვევაში ეს შესაძლებლობა იყო, ვყოფილიყავი ტრენერი საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მიმართულებით და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი, რაც არის და ყოველთვის იქნება ჩემთვის დიდი გამოცდილება და ჩემი წარმატების ისტორიის შემადგენელი ნაწილი.