: 2020-11-04 : სიახლეები |
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის, წალენჯიხის, ხობის, სენაკის, აბაშის, მარტვილისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს გადაამზადებს. აღნიშნული პროგრამით სამეგრელოს რეგიონის 7 მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გადამზადდებიან შემდეგ მიმართულებებში - მუნიციპალური ქონების მართვის ეკონომიკური საფუძვლები და მუნიციპალური განვითარების პროექტების მართვა. სატრენინგო პროცესში რეგიონის მასშტაბით ჩართული იქნება 40 ბენეფიციარი.
ჟვანიას სკოლა საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში თავის ბენეფიციარებს სთავაზობს როგორც პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების ორ აკრედიტებულ საბაზისოპროგრამას, ასევე საჯარო ადმინისტრირებისგრძელვადიან და მოკლევადიან 23 სერტიფიცირებულ სატრენინგო კურსს. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით პროფესიული კვალიფიკაცია აიმაღლა 2, 444 საჯარო მოხელემ.