: 2020-11-03 : სიახლეები |
2 ნოემბერს, ქ. ბათუმში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ World Vision International საქართველოს წარმომადგენლობასთან პარტნიორობის ფარგლებში 2 ახალი სასწავლო ჯგუფი გახსნა.
პროექტის - ,,სახელმწიფო ენის სწავლება უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის’’ - მეორე ფაზა ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს ქართული ენის სწავლებას თავშესაფრის მაძიებელთათვის, ლტოლვილებისთვის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის. სულ პროექტში ჩართულია 44 ბენეფიციარი.
ბათუმში დისტანციური სწავლების პროცესში ჩაერთო 30 ბენეფიციარი, რომლებიც შეისწავლიან ქართული ენის საფუძვლებს A1 დონეზე და შეიძენენ მათთვის საჭირო საკომუნიკაციო უნარებს. აღსანიშნავია, რომ ბათუმის სასწავლო ჯგუფი დაკომპლექტდა ირანის, ერაყის, სირიის, პაკისტანის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისგან. სასწავლო პროცესს გაუძღვება ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კვალიფიციური ტრენერი @მარიამ ბარდაძე.
შეგახსენებთ, რომ ჟვანიას სკოლა 2019 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს World Vision Internationalსაქართველოს წარმომადგენლობასთან. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ქ. თბილისში 122-მა უცხოელმა და მოქალაქეობის არმქონე პირმა შეისწავლა სახელმწიფო ენა.