: 2020-10-29 : სიახლეები |
მოგესალმებით, თამთა. დიდი მადლობა,რომ მონაწილეობთ ჩვენს ტრადიციულ ბლიც ინტერვიუში.
გთხოვთ,ჩვენს მკითხველებსა და სკოლის ბენეფიციარებს გაუზიაროთ ინფორმაცია „საანბანო კურსის" შესახებ . რას მოიცავს აღნიშნული კურსიდა რა მიზანს ემსახურება ის?
„საანბანო კურსის" მიზანია ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებს ენის სწავლის საფუძველი შეუქმნას. კურსის გავლის შემთხვევაში ბენეფიციარი შეძლებს ქართული ანბანის შესწავლას და მინიმალურ დონეზე ქართულად კომუნიკაციას. ამავე კურსში ჩაშენებულია კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის საჭირო აქტივობები და საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებულ პირს შეუძლია ამ უნარების განვითარებაც.
როგორ მიმდინარეობს „საანბანო კურსის" პილოტირების პროცესი , რამდენი ბენეფიციარია ჩართული ამ პროცესში და რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს სწავლება?
პილოტირების პროცესში ჩართულია თორმეტი ბენეფიციარი. სწავლა დისტანციურ რეჟიმში მინდინარეობს, რაც შესაძლებლობას იძლევა ჯგუფი საქართველოს სხვადახვა რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებით იყოს დაკომპლექტებული. ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ და ასე ცალსახად რთულია თქმა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სასწავლო კურსი ეფექტიანად მიმდინარეობს. მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში, აქვთ მზაობა და სურვილი, რომ მიიღონ ის ცოდნა, რასაც პროგრამა სთავაზობს. რამდენიმე მათგანისგან უკვე გამოითქვა ინტერესი ენის ფლობის სწავლების შემდეგ დონეებზეც გააგრძელონ სწავლა, ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათთვის საინტერესოდ მიმდინარეობს სწავლება და ეს უკვე კარგია.
ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამამ თავის ბენეფიციარებს შესთავაზა სახელმწიფო ენის სწავლების სრულიად ახალი და მსმენელზე ორიენტირებული კურსი. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუწყობს ხელს „საანბანო კურსი" ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენის შესწავლაში და რამდენად გაუმარტივებს მათ ამ პროცესს?
დიახ, ამ ტიპისსასწავლო კურსის გავლის შესაძლებლობაენის სწავლით დაინტერესებულ პირებს აქამდე არ ჰქონიათ. „ საანბანო კურსი" ნამდვილად იქნება დახმარე კურსი ქართული ენის სწავლისთვის. როგორც აღვნიშნე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარებს და სამწუხაროდ, ვერ ხერხდება იმ საინტერესო აქტივობების განხორციელება, რაც პროგრამის შემუშავების დროს დაიგეგმა. აქტივობები მოიცავს არა მხოლოდ ენის სწავლებას, არამედ საზოგადოებაში ინტეგრაციას, რაც შემსწავლელებისთვის ავთენტიკური გარემოს შექმნას და ნასწავლი საკომუნიკაციო ენობრივი ერთეულების გამოყენებას გულისხმობს. ეს კი თავის მხრივ, ხელს უწყობს შემსწავლელებს მართლაც გამოიყენონ სასწავლო კურსიდან მიღებული გამოცდილება რეალურ ცხოვრებაში.
შეგახსენებთ, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში მოამზადა „საანბანო კურსი"და ა.წ. 20 ოქტომბერს დაიწყო კურსის პილოტირების პროცესი. სწავლებაშიჩართულია ჟვანიას სკოლის12 ბენეფიციარი, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცემათ 30 საკონტაქტო საათის განმავლობაში დაეუფლონ ქართულ ანბანს და საწყის კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს.
„საანბანო კურსი" უმთავრესს მიზანს წარმოადგენს ქართული ანბანის შესწავლა, საკომუნიკაციო და კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ბენეფიციარებისთვის.