: 2020-10-28 : სიახლეები |
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა World Vision International საქართველოს წარმომადგენლობასთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს პროექტის - ,,სახელმწიფო ენის სწავლება უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის’’ - მეორე ფაზას ქუთაისსა და ბათუმში. პროექტი ითვალისწინებს ქართული ენის სწავლებას თავშესაფრის მაძიებელთათვის, ლტოლვილებისთვის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონედა მოქალაქეობის არმქონე პირთათვის. სწავლების პროცესში ჩართული იქნება 44 ბენეფიციარი, რომელთა ნაწილმა 26 ოქტომბერს დაიწყო სწავლა ქუთაისში, ჟვანიას სკოლაში. ბენეფიციარები შეისწავლიან ქართული ენის საფუძვლებს A1 დონეზე და შეიძენენ საკომუნიკაციო უნარებს.
უახლოეს მომავალში სასწავლო პროცესი დაიწყებაბათუმშიც.
შეგახსენებთ, რომ ჟვანიას სკოლა 2019 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს World Vision International საქართველოს წარმომადგენლობასთან. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ქ. თბილისში 122-მა უცხოელმა და მოქალაქეობის არმქონე პირმა შეისწავლა სახელმწიფო ენა.