: 2020-10-26 : სიახლეები |
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს გადაამზადებს.
ჟვანიას სკოლა საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამებით უზრუნველყოფს ზესტაფონისმუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს. აღნიშნული პროგრამით ზესტაფონისმუნიციპალიტეტისთანამშრომლები სატრენინგო კურსის- „მოხელის მენეჯერული უნარები" ფარგლებში შეძლებენ პროფესიული კვალიფიკაციისა და კომპეტენციების ამაღლებას. სწავლება განხორციელდება დისტანციურად.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჟვანიას სკოლა პროფესიული საჯარო მოხელის განვითარების რეფორმის ფარგლებში 2019 წლიდან ახორციელებს პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების აკრედიტებულ პროგრამებს, რომლებითაც მთელიქვეყნის მასშტაბით ისარგებლა 100-ზე მეტმა საჯარო მოხელემ.