: 2020-10-21 : სიახლეები |
დღეს, 20 ოქტომბერს, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამსახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში მომზადებული„საანბანო კურსის" პილოტირება დაიწყო, რომელშიც ჩართულია ჟვანიას სკოლის 12 ბენეფიციარი. მათ შესაძლებლობა მიეცემათ, 30 საკონტაქტო საათის განმავლობაში დაეუფლონ ქართულ ანბანს და საწყის კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს. „საანბანო კურსის" პილოტირების პროცესს გაუძღვება ჟვანიას სკოლის კვალიფიციური ტრენერი თამთა ასანიძე.
„საანბანო კურსი" კურსი მომზადდა და შემუშავდა როგორც სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის, ასევე, დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ. კურსის უმთავრესს მიზანს წარმოადგენს ქართული ანბანის შესწავლა, საკომუნიკაციო და კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ბენეფიციარებისთვის.
კურსი სასწავლო პროგრამად დამტკიცებამდე გაივლის პილოტირების ეტაპს, რომლის დროსაც გამოვლინდება პროგრამაში არსებული ხარვეზები და უპირატესობები შესაბამისი დასკვნებისა და ცვლილებების განხორციელების მიზნით. ჟვანიას სკოლამ პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის ჩამოაყალიბა მონიტორინგისა და პილოტირების ჯგუფები, რომელთა დასკვნის საფუძველზეც შეფასდება და შემდგომში განვითარდება პროგრამა.