სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლა „საანბანო კურსის“ პილოტირებას იწყებს

ჟვანიას სკოლა „საანბანო კურსის“ პილოტირებას იწყებს

: 2020-10-19
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სახელმწოფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში მოამზადა სახელმწიფო ენის შემსწავლელი „საანბანო კურსი" , რომლის უმთავრესი მიზანია ქართული ანბანის შესწავლა, საკომუნიკაციო და კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ბენეფიციარებისთვის.

კურსი მომზადდა და შემუშავდა როგორც სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის, ასევე, დარგის სპეციალისტების მიერ. სასწავლო კურსი მოიცავს 30 საკონტაქტო საათს.

„საანბანო კურსი" სასწავლო პროგრამად დამტკიცებამდე გაივლის პილოტირების ეტაპს, რომლის დროსაც გამოვლინდება პროგრამაში არსებული ხარვეზები და უპირატესობები შესაბამისი დასკვნებისა და ცვლილებების განხორციელების მიზნით. ჟვანიას სკოლამ პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის ჩამოაყალიბა მონიტორინგისა და პილოტირების ჯგუფები, რომელთა დასკვნის საფუძველზეც შეფასდება და შემდგომში განვითარდება პროგრამა.

„საანბანო კურსის" პილოტირების პროცესი განხორციელდება დისტანციური სწავლების ფორმით და მასში ჩართული იქნება 12 ბენეფიციარი.