: 2020-10-15 : სიახლეები |
მოგესალმებით, ნონა. დიდი მადლობა,რომ მონაწილეობთ ჩვენს ტრადიციულ ბლიც ინტერვიუში. გთხოვთ,გაგვიზიაროთ თქვენი აზრი სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის შესახებ, რომელსაც თქვენ ჟვანიას სკოლის ტრენერის რანგში ახორციელებთ ბოლნისის რეგიონულ სასწავლო ცენტრში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის.
მოგესალმებით. მოგეხენებათ,საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა. ამიტომ ძალიანმნიშვნელოვანია ისეთი ინსტიტუციებისარსებობა, რომლებიც დაეხმარებაჩვენს მოქალაქეებს სახელმწიფოენის დაუფლებაში. ზურაბ ჟვანიას სახელობისსახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ერთ-ერთ მიმართულებასსწორედ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციისპროგრამა წარმოადგენს, რომლის ფარგლებში ჩვენმა მრავალმა მოქალაქემ აიმაღლაქართული ენის ფლობისდონე. ეს, თავისთავად,არის გარანტი როგორცცალკეული პიროვნებების წარმატებულიკარიერისა, ისე ერთიანი,ინტეგრირებული საზოგადოების ჩამოყალიბებისა. ბოლნისისმუნიციპალიტეტში ცხოვრობენ ეროვნულიუმცირესობის წარმომადგენლები, მათ აქვთ ძალიანკარგი საშუალება, დაეუფლონ სახელმწიფო ენას. უნდა აღინიშნოს,რომ განსაკუთრებით მაღალიმოტივაცია აქვთ ახალგაზრდებს, ისინი დიდი მონდომებით სწავლობენ ქართულენას, რაც ძალიანსასიხარულოა.
გლობალური პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვნად შეიცვალა სასწავლო გარემო. გთხოვთ, ჩვენ და ჩვენს ბენეფიციარებს გვიამბოთ, თუ რასირთულეების გადალახვა მოგიწიათ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის დროს და ,ასევე ,გაგვიზიაროთ ის დადებითი მხარეები, რომლებიც ამ პროცესის თანმდევი გახლავთ?
პანდემიამ ბევრი რამ შეცვალაჩვენს ცხოვრებაში. ეს შეეხო სწავლისპროცესსაც. საწყის ეტაპზე, მართლაც, იყო დაბნეულობა, რაც, საბედნიეროდ, დიდხანსარ გაგრძელებულა და სასწავლო პროცესმაგადაინაცვლა დისტანციურ რეჟიმში. ვერ გეტყვით, რომ ესმოხდა ხავერდოვნად. არაერთიბარიერი იყო გადასალახი — ტექნიკური, ფინანსურითუ ადამიანურ უნარებთან დაკავშირებული. ხელმძღვანელობის მაქსიმალურიმხარდაჭერით და ბენეფიციართამონდომებით ეს წინააღმდეგობები გავიარეთდა მალევე განვაახლეთ საგაკვეთილო პროცესი.დისტანციურმა სწავლებამ დადებითიროლიც ითამაშა როგორცმსმენელებისთვის, ასევე ტრენერებისთვის: უფრო კარგადგავერკვიეთ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, შევიძინეთახალი ცოდნა და უნარები ამ კუთხით. ელექტრონულრესურსს პანდემიამდეც ვიყენებდითაქტიურად, თუმცა ამ ფორმატმა კიდევ უფრო ხელმისაწვდომიდა აუცილებელიც კი გახადა ის. გაკვეთილები უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა — ამას თავად ბენეფიციარებიცაღნიშნავენ.
როგორ ფიქრობთ, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა, იზრდება თუ არა ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებში სახელმწიფო ენის სწავლისადმი ინტერესი?
ამშეკითხვაზე პასუხისას გასათვალისწნებელია, რომელ ასაკობრივ ჯგუფზევისაუბრებთ. ასაკოვანი მსმენელებისთვის ეს, ცოტა არ იყოს, რთული გამოწვევაა;ახალგაზრდებში კი, პირიქით, გაზრდილია სახელმწიფოენის სწავლისადმი ინტერესი.მათ დაინახეს, რომ უფრო მოსახერხებელიც კი გახდა სწავლისპროცესში მონაწილეობა, რადგანსახლიდან გაუსვლელად, სხვადასხვასოფლიდან თუ ქალაქიდანშეუძლიათ გაკვეთილებზე ჩართვა. ბევრმასტუდენტმა გამოთქვა სურვილი,ისწავლოს დისტანციურად, რასაც ისინი რეალურად ვერ მოახერხებდნენ ადგილმდებარეობისადა სტუდენტური განრიგისგამო.
გთხოვთ,კიდევ ერთხელ, ჩვენს მკითხველებსა და ბენეფიციარებს გავუზიაროთ,თუ რითია გამორჩეული ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა.
ისევ გავიმეორებ , რომ საქართველოსთვის, როგორცმრავალეთნიკური ქვეყნისთვის, აუცილებელიასახელმწიფო ენის სწავლებისადა ინტეგრაციის პროგრამა.ჟვანიას სკოლა ნამდვილადსახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებს.აღსანიშნავია მისი დროულირეაგირება პანდემიით გამოწვეულსიტუაციაზე და ახალ რეჟიმზე გადასვლა, რაცსაშუალებას აძლევს ბენეფიციარს, შეისწავლოსსახელმწიფო ენა სახლიდან გაუსვლელად. აღარაფერსვამბობ იმაზე, რომ ამ სიკეთისმიღება შესაძლებელია სრულიადუსასყიდლოდ და შესანიშნავი მაგალითია სახელმწიფოს ზრუნვისათავისი მოქალაქეების მიმართ.
დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ტრადიციულ ბლიც ინტერვიუში.