: 2020-10-12 : სიახლეები |
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასაქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში აგრძელებს სახელმწიფო ენის სწავლებას ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი წვევამდელებისთვის. საქართველოს შეიარაღებული ძალების ვარციხის, ორხევის, კრწანისისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზესახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა სახელმწიფო ენის სწავლებას უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი100-მდერეკრუტისთვის.
დღეს, 9 ოქტომბერს სწავლა დაიწყება ვარციხისა და კრწანისის სამხედრო ბაზებზე, სადაც პირველ ეტაპზე სწავლა-სწავლებაში ჩაერთვება 41 რეკრუტი, ხოლო ორხევისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი 50 წვევამდელისთვის სასწავლო პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება.
ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სახელმწიფო ენის სწავლებას ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, რითაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული ენის ფლობის დონის ამაღლებას, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების სამოქალაქო ინტეგრაციას.
#ისწავლესახელმწიფოენა
#ისწავლეჟვანიასსკოლაში