სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ბლიც ინტერვიუ ნატო კაპანაძესთან, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერთან ახალციხის რეგიონულ სასწავლო ცენტრში.

ბლიც ინტერვიუ ნატო კაპანაძესთან, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერთან ახალციხის რეგიონულ სასწავლო ცენტრში.

: 2020-10-08
: სიახლეები

მოგესალმებით, ნატო, დიდი მადლობა,რომ მონაწილეობთ ჩვენს ტრადიციულ ბლიც ინტერვიუში. გთხოვთ,გვიამბოთ სახელმწიფო ენის სწავლების შესახებ, რომელსაც თქვენ ჟვანიას სკოლის ტრენერის რანგში ახორციელებთ ახალციხის რეგიონულ სასწავლო ცენტრში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის.

მოგესალმებით, მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ტრადიციული ბლიცინტერვიუს საშუალებით გიამბოთ ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ, რომელიც სამ ათეულ წელს ითვლის და მთლიანად უკავშირდება არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლებას. ჟვანიას სკოლის ტრენერობამ საშუალება მომცა გავცდენოდი ერთი სკოლისფარგლებს და შევხვედროდი განსხვავებული ინტერესებისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. სწორედ ამან განაპირობაჩემი პედაგოგიური საქმიანობისმრავალფეროვნება. არსებითად განსხვავებულია ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქართული ენის სწავლების პროცესი. ყოველი ახალი სასწავლო ჯგუფიახალი გამოცდილებაა. ჟვანიას სკოლის ფარგლებში ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო დარგობრივი მიმართულებით ,,მენეჯმენტის’’ჯგუფთან მუშობა. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში მომზადებულმა სახელმძღვანელოებმა ჩემს მსმენელებს საშუალება მისცა, დაუფლებოდნენ კონკრეტული პროფესიული მიმართულების ლექსიკას და აემაღლებინათ ეროვნულ -მოქალაქობრივი თვითშეგნება.

გლობალური პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვნად შეიცვალა სასწავლო გარემო და სწავლების მეთოდები. გთხოვთ, გაგვიზიაროთ დისტანციური სწავლების ის სირთულეები და ,ასევე, ის პოზიტიურ მიგნებები, რომლებიც ამ პერიოდის თანმდევი გახლავთ.

გლობალურიპანდემიის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ყველასთვის სიახლე იყო, რასაც თან სდევდა სირთულეები. საბედნიეროდ, დღეს ამ სირთულეებზე ნაკლებად ვსაუბრობთ. ჟვანიას სკოლის დახმარებითა და ერთიანი ძალისხმევით დისტანციური განათლების მეთოდოლგია უმოკლეს დროსი დავნერგეთ სასწავლო პროცესში. ეფექტურად ვიყენებ ელექტრონულ რესურსებს, ვცდილობ, სასწავლო ოთახში მიმდინარე პროცესი პირდაპირ არ გადმოვიტანო ვირტუალურ სივრცეში. კომუნიკაციური მიდგომის ყველა სტრატეგია, რომლებასაც ვიყენებ სწავლების პროცესში,ორიენტირებულია შემსწავლელზე, რაცხელს უწყობს ცხოვრებისეულ სიტუაციებში უკეთ გარკვევაში.

მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, გაიზარდა თუ ,პირიქით, შემცირდა ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებში სახელწმიფო ენის სწავლისადმი ინტერესი?

ინტერესისა და მოტივაციის თვალსაზრისით შექმნილ მდგომარეობასუარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია. პირიქით, იზრდება მსურველთა რიცხვი. მათთვის მნიშვნელოვანია სასურველ დროს, სახლიდან გაუსვლელად შეისწავლონ სახელმწიფო ენა.

გთხოვთ,კიდევ ერთხელ, ჩვენს მკითხველებსა და ბენეფიციარებს გავუზიაროთ,თუ რითია გამორჩეული ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა.

ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. ესაა საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო თავისი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე, როგორ უნდა ზრდიდეს ეროვნულ ღირებულებებთან ნაზიარებ თავისუფალ პიროვნებას, რომელიც შეძლებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმას და საკუთარი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს ტრადიციულ ბლიც ინტერვიუში.