: 2020-10-07 : სიახლეები |
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამა პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების აკრედიტებული საბაზისო პროგრამების „მოხელის მენეჯერული უნარები" და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება" ფარგლებში გადაამზადებს დუშეთის, ტყიბულისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს. სწავლებაში ჩართული იქნება 13 საჯარო მოხელე ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან, რომლებიც შეძლებენ პროფესიული კვალიფიკაციისა და კომპეტენციების ამაღლებს სკოლის მიერ შემოთავაზებული პროგრამებით.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჟვანიას სკოლა პროფესიული საჯარო მოხელის განვითარების რეფორმის ფარგლებში 2019 წლიდან ახორციელებს პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების ორ საბაზისო აკრედიტებულ პროგრამას: „მოხელის მენეჯერული უნარები" და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება".სწორედ ამ პროგრამების ფარგლებში, 2019-2020 წლებში იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, გურიის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში 100 - ზე მეტსაჯარო მოხელეს მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლა სასწავლო პროგრამებით და გადამზადებულიყო.