სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ბლიც ინტერვიუ ჟანა ხაჩატურიანთან, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერთან ახალქალაქის რეგიონულ სასწავლო ცენტრში

ბლიც ინტერვიუ ჟანა ხაჩატურიანთან, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერთან ახალქალაქის რეგიონულ სასწავლო ცენტრში

: 2020-10-06
: სიახლეები

მოგესალმებით, ჟანა. დიდი მადლობა,რომ მონაწილეობთ ჩვენს ტრადიციულ ბლიც ინტერვიუში. გთხოვთ,გვიამბოთ სახელმწიფო ენის სწავლების შესახებ, რომელსაც თქვენ ჟვანიას სკოლის ტრენერის რანგში ახორციელებთ ახალქალაქის რეგიონულ სასწავლო ცენტრში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის.

2015 წლიდან ვმუშაობ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ენის სწავლება ჩემი საქმიანობის სფეროსთვის ახალი არ იყო, ჟვანიას სკოლა მაინც ახალი გამოწვევა აღმოჩნდა, რომელიც უდიდესი სიამოვნებით მივიღე. ეს იყო და არის გარემო, სადაც ყველა რესურსი და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური, ორიენტირებულია ბენეფიციარზე. ბენეფიციარზე, რომელიც დიდი იმედებითა და მოტივაციით მოდის ჟვანიას სკოლაში და ჩვენ, პედაგოგებს, არავითარი უფლება არ გვაქვს, არ გავამართლოთ მათი იმედები.

სახელმწიფო ენის ფლობის პრობლემაეროვნული უმცირესობის წარმომადგენელებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც აბრკოლებს ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურდა სამოქალაქოინტეგრაციას. სახელმწიფო ენისარცოდნაუარყოფითად აისახებაჩვენი მოქალაქეებისპროფესიულ დაკარიერულ წინსვლაზეც,ამიტომ, მათთვისშენ, როგორცტრენერი და,მეორე მხრივ, სკოლა,რომელიც აძლევსგანვითარების შანსს,ერთგვარ ხიდსწარმოადგენ ინტეგრაციისკენმიმავალ გზაზე.

ასწავლოსიყვარულით, მოტივაციით,შეამეცნებინო, დააფიქრო,შეაყვარო იმერის კულტურადა ტრადიცია,რომლის ენასაცასწავლი დარომელსაც სახელმწიფოენა ჰქვია,ვფიქრობ, უდიდესპასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ეს კი ქვეყნისმომავალს განსაზღვრავს.

გლობალური პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვნად შეიცვალა სასწავლო გარემო და სწავლების მეთოდები. გთხოვთ, გაგვიზიაროთ დისტანციური სწავლების ის სირთულეები და ასევე ის პოზიტიურ მიგნებები,რომლებიც ამ პროცესის თანმდევი გახლავთ.

სამწუხაროდ, ჩვენს თაობას ცვლილებების ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება და საქმიანობა. გლობალურ პანდემიას ვერც ჩვენი ქვეყანა გაექცა და სასწავლო პროცესი სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. არსებულმა გარემოებამ მოითხოვა სწავლების მეთოდების ძირეული ცვლილებები . ჟვანიას სახელობის სახელმწიფო სკოლამ უმოკლეს დროში შეძლო ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. ტრენერებსაც და ბენეფიციარებსაც მოგვიწია, დაჩქარებულად აგვეთვისებინა აქამდე ჩვენთვის ნაკლებად პოპულარული ონლაინ და ვირტუალური საკლასო ოთახების მართვის ინსტრუქციები. ჯერჯერობით რთულია დისტანციური სასწავლო პროცესის ხარისხის შეფასება. რა თქმა უნდა, მას თან ახლავს გარკვეული სირთულეები. ერთ-ერთ პრობლემად დარჩა ინტერნეტზე წვდომა და მისი დაბალი ხარისხი, თუმცა საქართველოს მთავრობის და ჟვანიას სკოლის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები დადებითად უნდა შეფასდეს. სკოლამ დისტანციურ სწავლა - სწავლებაზე გადასვლას წარმატებით გაართვა თავი.

მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, როგორ ფიქრობთ, გაიზარდა თუ შემცირდა ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებში სახელმწიფო ენის შესწავლისადმი ინტერესი?

სიმართლე გითხრათ, გამიჩნდა განცდა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა შეასუსტებდა ბენეფიციარებში სწავლისადმი ინტერესს, განსაკუთრებით, ასაკოვნებში, რომელთათვისაც ონლაინ და ვირტუალური გარემო ნაკლებად მიმზიდველი იყო. საბედნიეროდ, ეს ასე არ მოხდა. მათ გადალახეს ეს წინააღმდეგობები და ისევ ისეთი მაღალი მოტივაციით განაგრძეს ენის შესწავლა. სახელმწიფო ენის შესწავლით დაინტერესებულთა რიცხვის ნაკლებობა არ შეინიშნება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და ჩვენი თანამოქალაქეებისათვის სახელმწიფო ენის შესწავლა უფრო პრიორიტეტული გახდა.

გთხოვთ,კიდევ ერთხელ ჩვენს მკითხველებსა და ბენეფიციარებს გავუზიაროთ,თუ რითია გამორჩეული ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა.

იმისათვის, რომ არსებობდეს მოქალაქეთა ერთობა, სულ მცირე, ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. სახელმწიფო ენის ფლობა ხელს უწყობს მოსახლეობის ერთიან სოციალურ სივრცეში ინტეგრირებას და ამაშიზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას, თავისი სასწავლო პროგრამებითა და კვალიფიციური ტრენერებით, კომფორტული და უსაფრთხო გარემოთი, ბენეფიციარებზე ორიენტირებული სწავლებით, უმნიშვნელოვანესი მისია აკისრია.

დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს ტრადიციულ ბლიც ინტერვიუში.