: 2020-10-05 : სიახლეები |
მოგესალმებით, დიანა. დიდი მადლობა,რომ მონაწილეობთ ჩვენს ტრადიციულ ბლიც ინტერვიუში. გთხოვთ,გვიამბოთ სახელმწიფო ენის სწავლების პროცესის შესახებ, რომელსაც თქვენ ჟვანიას სკოლის ტრენერის რანგში ახორციელებთ ნინოწმინდის სასწავლო ცენტრში ჩვენი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ბენეფიციარებისათვის?
მოგესალმებით, მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდითჩვენი საქმიანობით. მოგახსენებთ, რომ 2017 წლიდან ჩართული ვარ ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისპროგრამაში. ამ პერიოდისგანმავლობაში სხვადასხვა მობილურ ჯგუფთან მიმუშავია. მახსოვს ჩემი პირველი მობილური ჯგუფი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში, რომელიც ქალაქიდან ოცი კილომეტრითაა დაშორებული და ზამთარში ძალიან ცუდი გზაა. ბევრჯერ ყოფილა, რომ ქარბუქის დროს დავრჩენილვარ გზაში და ფეხით მომიწია სოფლამდე მისვლა, მაგრამ დიდი სიამოვნებით და სიყვარულით ვატარებდი გაკვეთილებს. საინტერესორომ გავხადო ენის სწავლება,ვცდილობ,მაქსიმალურად მეტი დამატებითირესურსი შევქმნა და შევიტანო გაკვეთილზე.
არსებულმა ეპიდვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა სასწავლო გარემო. გთხოვთ, გვიამბოთ დისტანციურ სწავლების სირთულეებზე და, ასევე, იმ პოზიტიურ მიგნებებზე, რომლებიც შეცვლილმა გარემომ და ახალმა რეალობამ მოიტანა.
ეპიდვითარებამ ბევრი რამ შეცვალა და, რა თქმა უნდა, სასწავლო გარემოსაც შეეხო ეს ცვლილებები. შეჩერდა სწავლა ყველა ჯგუფში, თუმცა ჟვანიას სკოლამ მალევე მოახერხა დისტანციური ჯგუფებისშექმნა და ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. ჩაგვიტარდა ტრენინგი „თიმსში" ონლაინ სწავლების შესახებ, ასევე „თიმსში" შეიქმნა ტრენერების ჯგუფი, სადაც ნებისმიერ დროს შეგვიძლია მივმართოთ ნებისმიერ საკითხზე. ჟვანიას სკოლის ტრენერთა ჯგუფის დახმარებითმალევე გადავლახეთ ეს სირთულეებიდა დღეს საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს სასწავლოპროცესი.
როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო ენის სწავლისადმი ინტერესი გაიზარდა თქვენს ბენეფიციარებში თუ შემცირდა?
სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.ჩემმა ბენეფიციარებმა, რომლებმაც წარმატებითდაასრულეს პირველი ეტაპი, სურვილი გამოთქვეს სწავლის გაგრძელებისა. ამჟამად დისტანციურ ჯგუფებში მყავს ისეთი ბენეფიციარები, რომლებიც სომხეთში სწავლობენ და ცხოვრობენ, ერთი შეხედვით, მათ არ ესაჭიროებათ ქართული ენის სწავლა, თუმცა სურვილი გამოთქვეს, მიიღონ მონაწილეობა ჩვენს პროგრამაში და დიდი ენთუზიაზმით სწავლობენ ქართულ ენას.
გთხოვთ,კიდევ ერთხელ, ჩვენს მკითხველებსა და ბენეფიციარებს გავუზიაროთ,თუ რითია გამორჩეული ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა?
სახელმწიფო ენის სწავლებისადა ინტეგრაციის პროგრამა,რომელსაც ჟვანიას სკოლა ახორციელებს, ბენეფიციარებს სთავაზობსუფასო სწავლას, მეგობრულ გარემოს და ,რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ,საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს ტრადიციულ ბლიც ინტერვიუში.