: 2020-09-24 : სიახლეები |
- მოგესალმებით,მარიამ. დიდი მადლობა,რომ მონაწილეობთ ჩვენს ტრადიციულბლიც ინტერვიუში. გთხოვთ,გვიამბოთ სახელმწიფო ენის სწავლების პროცესის შესახებ, რომელსაც თქვენ ჟვანიას სკოლის ტრენერის რანგში ახორციელებთ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსის მქონე, თავშესაფრის მაძიებელ და მოქალაქეობის არმქონე სტატუსის ბენეფიციარებთან; ამაში ვორლდვიჟენიც იგულისხმება?-მ.გ.
- მოგესალმებით. მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით ჩვენი საქმიანობით. მე 2016 წლიდან ვარ ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ტრენერი. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მობილურ ჯგუფთან მიმუშავია. თავიდან სამცხე-ჯავახეთში ვასწავლიდი ქართულ ენას ჩვენს თანამოქალაქე ეროვნებით სომეხ პედაგოგებსა და თემის წარმომადგენლებს. უკვე 4 წელია თბილისში ვმუშაობ საქართველოშისაერთაშორისოდაცვისმქონე (ჰუმანიტარულიდალტოლვილისსტატუსისმქონე), თავშესაფრისმაძიებელ და მოქალაქეობისარმქონესტატუსისბენეფიციარებთან. ეს ჯგუფი ეროვნული უმცირესობებისგან აბსოლუტურად განსხვავებულ მიდგომას საჭიროებსროგორც სწავლების, ასევე ურთიერთობის მხრივაც. ჩემი მსმენელები, ძირითადად, აზიური და აფრიკული ქვეყნების წარმომადგენლები არიან, სამუშაო ჯგუფებიც ეთნიკურად ძალიან მრავალფეროვანი გვაქვს, თითოეულს თავისი კულტურა, მსოფლმხედველობა, თვისებები, ხასიათი და ღირებულებები აქვს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა მოვახერხოთ და შევქმნათ ჯანსაღი მულტიკულტურული გარემო. ვფიქრობ, გამოგვდის კიდეც :)))
- არსებულმა ეპიდვითარებამ, მნიშვნელოვნად შეცვალა სასწავლო გარემო. გთხოვთ, გვიამბოთ დისტანციური სწავლების სირთულეებზე და ,ასევე ,იმ პოზიტიურ მიგნებებზე, რომლებიც შეცვლილმა გარემომ და ახალმა რეალობამ მოიტანა?
- დიახ, ეპიდემიამ ბევრი რამ შეცვალა და, თავისთავად, სასწავლო გარემოსაც შეეხო ეს ცვლილებები. ჟვანიას სკოლამ უმოკლეს დროში აუწყო ფეხი ცხოვრების ახალ სტილს, ახალ გამოწვევას და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ტექნიკურად ჩვენთვის სიახლე იყო ონლაინ პლატფორმაზე მუშაობა, ამიტომ ჩაგვიტარდა ტრენინგები, რათა მაქსიმალურად გამართული ყოფილიყო ონლაინსწავლების პროცესი.
მოგეხსენებათ, ზოგადად სწავლა-სწავლებისას რამდენად მნიშვნელოვანია უშუალო კონტაქტი, ცოცხალი ურთიერთობები, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც სწავლობ უცხო ენას უცხო ენაზე-ანუ ჩვენს შემთხვევაში ქართული მათთვის უცხოური ენაა, რომელსაც ქართულადვე შეისწავლიან. ხვდებათ სრულიად ახალი დამწერლობა, ფონეტიკურად ურთულესი გამოსათქმელი ბგერები, გრამატიკა და ა.შ. უცხოური ენის შესწავლისას ძალიან დიდ როლს ასრულებს სხეულის ენა. ჟესტ-მიმიკას დიდი დატვირთვა აქვს, მთავარ სირთულედ სწორედ ამას დავასახელებდი სწავლების დაწყებისას. ამიტომ ტრენერებს მოგვიწია მაქსიმალურად გამოგვეყენებინა თვალსაჩინოება, პრეზენტაციები, პოსტერები, შეგვექმნა დამატებითი მასალები, აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერები, რათა ნაკლებ სტრესული ყოფილიყო ბენეფიციარებისთვის ახალი სასწავლო გარემო. ამიტომ მალევე გადავლახეთ ეს სირთულე, განვეწყვეთ პოზიტიურად და დღეს საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.
- მარიამ, როგორ ფიქრობთ სახელმწიფო ენის სწავლისადმი ინტერესი გაიზარდა თქვენს ბენეფიციარებში თუ შემცირდა? გთხოვთ, მოკლედ გვიამბოთ თქვენი ბენეფიციარების შესახებ;
- ფაქტია, რომ სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ჩემს ბენეფიციარებსაც, რომელთაც წარმატებით დაასრულეს პირველი ეტაპი, სურვილი აქვთ, შემდეგი დონეებიც გაიარონ. ეს კი, ვფიქრობ, სახელმწიფო ენის სწავლისადმი სწორედ ინტერესის გაზრდას მოწმობს.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან მრავალფეროვანი გარემო გვაქვს. ბენეფიციარები გვყავს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორიცაა: ეგვიპტე, საუდის არაბეთი, იემენი, ირანი, ერაყი, სირია, ბანგლადეში და ა.შ. თითოეულთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა, ვეცნობით ერთმანეთის კულტურას, ტრადიციებს. მათ ძალიან მოსწონთ საქართველო, ქართველი ხალხი, ჩვენი სტუმართმოყვარეობა, ენა, კულტურა, სამზარეულო.
- მარიამ, გთხოვთ,კიდევ ერთხელ, ჩვენს მკითხველებსა და ბენეფიციარებს გავუზიაროთ,თუ რითია გამორჩეული ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა და რა მნიშვნელოვანი ღირებულების მატარებელია ის.
- სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა, რომელსაც ჟვანიას სკოლა ახორციელებს, ბენეფიციარებს სთავაზობს კომფორტულ, მეგობრულ, თბილ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოს, სოციუმში ინტეგრირებისათვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. მსმენელებს, რომლებიც წარმატებით დაძლევენ სასწავლო კურსს, უმარტივდებათ დასაქმება.
ბენეფიციართა უმრავლესობას რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი, რის გამოც სამშობლოს დატოვება მოუწიათ. ჩვენ ვითვალისწინებთ მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას და ვცდილობთ, მაქსიმალურად პოზიტიური გარემო შევქმნათ. ჟვანიას სკოლას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ამ სფეროში, რომელიც, ვფიქრობ, უკონკურენტოა.
- დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს ტრადიციულ ბლიც ინტერვიუში.
- მადლობა თქვენ, რომ მომეცით საშუალება, მესაუბრა ჩემს საყვარელ საქმიანობაზე. წარმატებებს გისურვებთ!