სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლამ ახალციხის სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო ენის სწავლება დაიწყო

ჟვანიას სკოლამ ახალციხის სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო ენის სწავლება დაიწყო

: 2020-09-22
: სიახლეები

დღეს, 22 სექტემბერს, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, ახალციხის სამხედრო ბაზაზე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლება დაიწყო. სასწავლო პროცესში ჩართული იქნება 56 წვევამდელი- 24 აზერბაიჯანელი და 32 სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქე.

წვევამდელები სახელმწიფო ენას შეისწავლიან საბაზისო I დონეზე (A1). კურსის დასრულების შემდეგ მათ ჩაუტარდებათ საბოლოოგამოცდები და, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მიიღებენ ჟვანიას სკოლის სერტიფიკატს.

აქვე გაცნობებთ, რომ ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა სახელმწიფო ენის სწავლებას უზრუნველყოფს 8 სამხედრო ბაზაზე, რითაც წვევამდელებს ხელს უწყობს ბრძანებების, ჯარში მოქცევის წესების, უფლება-მოვალეობების, ყოველდღიური რეჟიმის შესახებ მითითებების სწორად გაგებაში, ერთმანეთთან კომუნიკაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციაში..