სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ბლიც-ინტერვიუ ქეთევან თორღვაშვილთან

ბლიც-ინტერვიუ ქეთევან თორღვაშვილთან

: 2020-09-18
: სიახლეები

გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ჟვანიას სკოლის კიდევ ერთ წარმატებულ მსმენელთან

 

ქეთევან თორღვაშვილი ჟვანიას სკოლის საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის სატრენინგო კურსის- ,,პოლიტიკური პიარის’’ ბენეფიციარია. ქეთევანი ახმეტის

მუნიციპალიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად მუშაობს.

მოგესალმებით, ქეთევან. დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს ბლიც-ინტერვიუში. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი შეფასებები „პოლიტიკური პიარის" სატრენინგო კურსთან დაკავშირებით;

ქ. თ - პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ,,პოლიტიკური პიარის" ტრენინგის ორგანიზებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგი მიმდინარეობდა დისტანციური სწავლების მეთოდით, ჩვენკომუნიკაციასწავლების პროცესში იყო სრულყოფილი. ლექციები იმდენად იყო დატვირთული პრაქტიკული სამუშაოებით და იმდენად საინტერესოდ წარიმართა, რომტრენინგისათვის გაწერილ დროს ბევრჯერ სიამოვნებითაც კივაჭარბებდით.

 

თქვენი საქმიანობა უკავშირდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, კერძოდ კი, ამჟამად მუშაობთ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში. როგორ ფიქრობთ, ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება რამდენად შეუწყობს ხელს თქვენს პროფესიულ საქმიანობას?

 

ქ.თ-რა თქმა უნდა,„პოლიტიკური პიარის" კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა დამეხმარება პროფესიულ საქმიანობაში. ქალბატონი თამარისგან უამრავი საინტერესო და ჩემთვის ახალი ინფორმაცია მივიღე პოლიტიკური პიარის, პიარგეგმის, იმიჯის შექმნის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ქალბატონი თამარი ასევე გვესაუბრა ჩვენთვის, ტრენინგის მონაწილეებისთვის,მეტად მნიშვნელოვან თემაზე ,,self PR" -ზეც. მან გვასწავლა, თუ როგორ ვისაუბროთ ჩვენს იდეებზე, გამოცდილებებზე, რაც, პროფესიონალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში.

 

როგორ შეაფასებდით სასწავლო პროცესს, ჩვენს ტრენერს? გთხოვთ, ძალიან მოკლედ გამოყოთ ის მთავარი მიმართულებები, რომლებიც ყველზე მეტად მოგეწონათ ან არ მოგეწონათ სწავლების პროცესში.

 

ქ.თ - როგორც ზემოთაც აღვნიშნე, რომ ქალბატონი თამარის ტრენინგები ყოველთვის ძალიან სინტერესოა, რადგან იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული მასალებით. თეორიულთან ერთად გავიარეთ ბევრი კონკრეტული მაგალითი, რამაც სატრენინგო თემები მეტად ნათელი გახადა. ყველა მონაწილე აქტიურად ვიყავით ჩართული და გვქონდა საშუალება,ჩვენი კონკრეტული კითხვების პასუხად ტრენერისაგან მიგვეღო კონკრეტული პასუხები და რჩევები. მე ტრენინგის მსვლელობისას გამიჩნდა ახალი იდეები, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებ. ქალბატონი თამარ ჩიბურდანიძე არის პროფესიონალი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტრენერი. მადლობა მას და მადლობა ჟვანიას სკოლას ამ ძალზე საჭირო და საინტერესო ტრენინგისათვის.

 

 

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ აირჩიეთ ჟვანიას სკოლა!