სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ბლიც-ინტერვიუ სუზანა პეტროსიანთან

ბლიც-ინტერვიუ სუზანა პეტროსიანთან

: 2020-09-11
: სიახლეები

ბლიც-ინტერვიუ სუზანა პეტროსიანთან - ჟვანიას სკოლის საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში სპეციალიზებული ტრენინგ-კურსის -,,საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა’’ - ბენეფიციართან;

მოგესალმებით, სუზანა. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება „საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობის" სატრენინგო კურსის შესახებ. რამდენად მნიშვნელოვანია ის ცოდნა და უნარები, რომლებიც ტრენინგის ფარგლებში მიიღეთ?

 

ს.პ. - ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი და, ვფიქრობ, დროული იყო. ტრენინგის მსვლელობისას ბევრი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მივიღე, რომელსაც მუშაობის დროს აქტიურად გამოვიყენებ.

 

როგორ მიმდინარეობდასასწავლო პროცესი? რას გამოარჩევდით?

ს.პ. - „საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობის" კურსის სასწავლო პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობდა. შევისწავლე ისეთი სიტყვების მართლწერა და დოკუმენტების მომზადება, რომლებიც ხშირად გამომადგება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. კურსის გავლის დროს, გარდა იმისა, რომ გავიგე ბევრი სიახლე, აგრეთვე შევიძინე კარგი მეგობრები. ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ჩემთვის ახალი იყო, ვთვლი, რომ ჩემი პროფესიული საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

თქვენი აზრით, რით არის გამორჩეული ჟვანიას სკოლის სასწავლო პროგრამები და ტრენინგკურსები ?

ს.პ. - პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჟვანიას სკოლა ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს არაქართველი მოსახლეობის საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. ის ხელს უწყობს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, შეისწავლონ სახელმწიფო ენა და უფრო აქტიურად ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში. ხოლო რაც შეეხება საჯარო მოხელეების გადამზადების პროგრამას, ის ძალზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს საჯარო სექტორში ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით, მით უფრო, რეგიონული მასშტაბით.