: 2020-09-09 : სიახლეები |
ჟვანიას სკოლა აცხადებს მიღებას პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების ორ საბაზისო პროგრამაზე
ჟვანიას სკოლის საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამა იწყებს იმ საჯარო მოხელეების რეგისტრაციას, რომლებსაც სურთ, გადამზადება გაიარონ პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების ორ საბაზისო პროგრამაზე: „მოხელის მენეჯერული უნარების განვითარება" და „პროფესიული კომპეტენციების განვითარება".
პროგრამა განკუთვნილია საჯარო სექტორშიდასაქმებულ I, II, III და IV რანგის მოხელეთათვის და მიზნად ისახავს მათპროფესიულ განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებას,უფლებამოსილებების ეფექტიანობის გაზრდას როგორც განხორციელებისათვის აუცილებელი თეორიული ცოდნის გაღრმავების, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების გზით.
საბაზისო პროგრამა „მოხელის მენეჯერული უნარების განვითარება"
ვისთვის არის ეს კურსი: კურსის გავლა დანიშვნიდან ერთი წლის ვადაში სავალდებულოაI და II რანგის საჯარო მოხელეებისთვის, რომლებიც „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით პირველად ინიშნებიან საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე.
გარდა აღნიშნული პირებისა, სხვა მოხელეების მიერ პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის გავლის შესახებ, საჯარო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას.
პროგრამის ფარგლებში საჯარო მოხელე გაივლის შემდეგ საგნებს:
I. სტრატეგიული მართვა-დაგეგმვა;
II. მომსახურებისა და ხარისხის მართვა, რისკების მართვა, ცვლილებების მართვა;
III. გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა და გუნდის მართვა, გუნდის გაძლიერება და მოტივირება, გენდერული თანასწორობა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე;
IV. პროფესიული კომუნიკაცია, ეფექტური კომუნიკაცია და ეფექტური მოლაპარაკებები, მედიასთან ურთიერთობა და საჯარო გამოსვლა;
V. საჯარო სამსახურის ეთიკა, კონფლიქტების მოგვარება, ორგანიზაციული კულტურა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საშუალებები.
პროგრამის გავლის შედეგად საჯარო მოხელე დაეუფლება შემდეგ კომპეტენციებს:
• ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
• საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
• სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
• სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
• ცვლილებების/სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი;
• თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
• მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
• გუნდის განვითარების უნარი;
• პრობლემის გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
პროგრამისხანგრძლივობა: 40 საათი
კურსის ღირებულება: შემოთავაზებული ფასი მოქმედებს გლობალური პანდემიის პერიოდში და იცვლება მსმენელთა რაოდენობის ცვლილებასთან ერთად.
საბაზისო პროგრამა„პროფესიული კომპეტენციების განვითარება"
ვისთვის არის ეს კურსი: კურსი განკუთვნილია საჯარო სექტორში დასაქმებული III და IV რანგის მოხელეებისათვის.გარდააღნიშნული პირებისა, სხვა მოხელეების მიერ პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის გავლის შესახებ, საჯარო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას.
საბაზისო პროგრამა მოიცავს შემდეგ საგნებს:
I. ადმინისტრაციული წარმოება;
II. ეთიკა საჯარო სამსახურში;
III. პროფესიული კომუნიკაცია; თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა;
IV. ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა.
პროგრამის გავლის შედეგად საჯარო მოხელე დაეუფლება შემდეგკომპეტენციებს:
• ეფექტური კომუნიკაცია;
• დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• კომპლექსური აზროვნება;
• დროის ეფექტიანი მართვა;
• ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
• საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
• ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი.
პროგრამის ხანგძლივობაა: 24 საათი;
პროგრამისღირებულება:შემოთავაზებული ფასიმოქმედებს გლობალური პანდემიის პერიოდში და იცვლება მსმენელთა რაოდენობის ცვლილებასთან ერთად.
საბაზისო პროგრამების ჩატარების ადგილი:
თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, ახალქალაქი, გორი, თელავი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი შრომა,საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ლამბალო. ამასთანავე, ჟვანიას სკოლა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებს კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხეებთან დაკავშირებით და მზად არის, თავის ყველაბენეფიციარს შესთავაზოს დისტანციური სწავლება.
საბაზისო პროგრამებზე რეგისტრაციის მიზნით გადადით ბმულზე: http://www.zspa.ge/geo/registration
პროგრამა „ პროფესიული კომპეტენციების განვითარება" - იხილეთ მეტი:
http://www.zspa.ge/geo/page/203
პროგრამა „მოხელის მენეჯერული უნარების განვითარება" - იხილეთ მეტი:
http://www.zspa.ge/geo/page/201